ახალი თემები · მომხმარებლები · წესები · ძებნა · RSS
შენ  შემოხვედი როგორც stumari
მიმდინარე დრო: Понедельник, 2024-04-29, 10:08 PM
  • Страница 1 из 1
  • 1
Модератор форума: ZeT  
Forumi » All Forum » სხვადასხვა » chanaxatebi
chanaxatebi
assmatiДата: Пятница, 2006-06-16, 8:32 PM | Сообщение # 1
Experianced User
Группа: moderi
Сообщений: 226
Репутация: 1
Статус: Offline
tu wera giyvart an ubralod gaqvt raime chanaxate, dadet am gverdze da yvela wavikitxavt smile
 
assmatiДата: Пятница, 2006-06-16, 8:33 PM | Сообщение # 2
Experianced User
Группа: moderi
Сообщений: 226
Репутация: 1
Статус: Offline
არა, ჩემი შვილი არ იქნება ის ბავშვი მომაკვდავ კატას კუდით რომ მიათრევდა და თვალებში აუწერელი სიხარული ედგა.შვლის ნუკრის ნაამბობის წაკითხვის შემდეგ იგი არ შეჭამს გოგლი-მოგლს და მიხარია ცოტას რომ მოიწყენს.... მან აუცილებლად უნდა მკითხოს ... და რა თქმა უნდა თავის დროზე, ორი გრძნეული სახელი, ილია და გალაკტიონი, რათა იცოდეს თუ როგორ იცხოვროს და თუ როგორ მოკვდეს.....მას არ მოუნდება სხვა უფრო დიდ ლამაზ სახლში ცხოვრება, რადგან კედელზე გაკრული ექნება ,ჟურნალებიდან ამოჭრილი მაიაკოვსკი და ლილი ბრიკი თეთრ სარაფანში, სასთუმალთან კი ფუნთუშებიანი თეფშის ნაცვლად, დონ კი ხოტი და მობი დიკი....
ბავშვს ფერმკრთალი ლოყები ექნება და არ გამოდგება სასკოლო ინსცენირებისათვის ვაშლი და შაქარა....ღამე ყინწვისის ანგელოზი დაესიზმრება.............. და თუ სამშობლო არ შეუგინეს, არ ეცოდინება, რომ სისხლი წითელია...........

me dzalina momewona smile

 
assmatiДата: Пятница, 2006-06-16, 8:33 PM | Сообщение # 3
Experianced User
Группа: moderi
Сообщений: 226
Репутация: 1
Статус: Offline
შენ ადამიანო, უნდა იცოდე,რომ!
ამის წაკითხვას დრო სჭირდება,
დროს კი მონდომება,
მონდომებას-მშვიდი ფიქრი,
სიმშვიდეს-გარემოება,
ფიქრს-გონება,
გონებას-აზროვნება,
აზროვნებას-უნარი,
უნარს-შესაძლებლობა,
შესაძლებლობას კი სულ მარტივად სურვილი...
ხოლო,თუკი შენ ფიქრობ რომ ამ ყველაფერს ფლობ???
მაშ დაფიქრდი და ნუ გაიღმერთებ თავს ა დ ა მ ი ა ნ ო . . .
 
assmatiДата: Пятница, 2006-06-16, 8:35 PM | Сообщение # 4
Experianced User
Группа: moderi
Сообщений: 226
Репутация: 1
Статус: Offline
...თუ მოგენატრები სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და ჩემ ჩუმ სინთქვას იგრძნობ უთუოდ...
თუ ძალიან მოგენატრები თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან...
თუ მოგენატრები ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და იმ ქვებზე ფეხშიშველა მორბენალს დამინახავ...
თუ მოგენატრები ხეივანში გაიარე და ფოთოლთ შრიალით გაგეპასუხები...
თუ მოგენატრები ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და რომელიმე ფრესკად ასვეტილ სახეში უნდა მიაგნო ხატებას ჩემსას...
თუ მოგენატრები, აფრენილ ჩიტე დაადევნე თვალთახედვა და მისი ფრთების ტლაშუნი ჩემს დამშვიდობებად მიიჩნიე...
თუ მოგენატრები, ცისფერ ცას ახედე და ჩემი სახე თეთრ ღრუბლებში დაიხატება...
თუ ძალიან მოგენატრები, სანთლები აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე... სული ჩემი უეჭველად შენთან გაჩნდება...
...და თუ უფრო მეტად მოგენატრები...
მაგრამ საკითხავი იცი რა არის?-
მოგენატრები კი ოდესმე?................
 
assmatiДата: Пятница, 2006-06-16, 8:38 PM | Сообщение # 5
Experianced User
Группа: moderi
Сообщений: 226
Репутация: 1
Статус: Offline
.......ხშირად როცა შენზე ვფიქრობ. მოვიწყენ ხოლმე და ტირილი მინდა,მაგრამ ყველაზე მეტად მინდა, რომ პატიება გთხოვო ყველაფრისტვის, მინდა ბოდიში მოგიხადო, რაც მე შენთვის ცუდი გამიკეტებია, რაც შენთვის მიწყენინებია, თუნდაც სიტყვებით, მინდა რომ ვიტირო, მაგრამ არ შემიძლია და არ ვიცი რატომ?! იცი, რა ძნელია, როცა გინდა ტირილი და ვერ ტირიხარ, ამაზე დიდი სატანჯველი, ალბათ არაფერია.......თუ დამიჯერებ, გეტყვი რომ ძალიან ვიტანჯები ტირილი მინდა.......... მენატრები... მინდა, რომ.......... მინდა ჩაგეხუტო, თუნდაც ერთი წამით................
....ჩაგეხუტო და ბოდიში მოგიხადო, პატიება გთხოვო, თუნდაც, არ მაპატიო, უბრალოდ მინდა გითხრა და მორჩა........
.........რა ეგოისტი ვარ, უკვე რამდენჯერ დავწერე სიტყვა "მინდა"....და არც კი გეკითხები შენ რა გინდა!...........
 
cadaveriaДата: Воскресенье, 2006-06-18, 3:57 PM | Сообщение # 6
user
Группа: user
Сообщений: 62
Репутация: 0
Статус: Offline
me ar maqvs

magram

shen gqonia kaia ho ho

wink


I don’t discriminate I hate everyone
 
assmatiДата: Воскресенье, 2006-06-18, 7:09 PM | Сообщение # 7
Experianced User
Группа: moderi
Сообщений: 226
Репутация: 1
Статус: Offline
cadaveria, chemebi araa wink
 
Forumi » All Forum » სხვადასხვა » chanaxatebi
  • Страница 1 из 1
  • 1
Поиск: