ახალი თემები · მომხმარებლები · წესები · ძებნა · RSS
შენ  შემოხვედი როგორც stumari
მიმდინარე დრო: Суббота, 2024-05-04, 3:05 PM
  • Страница 1 из 5
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Модератор форума: ZeT, vikinga  
Forumi » ROCK » ROCK » PINK PLOYD (MMMAGARIA)
PINK PLOYD
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:14 PM | Сообщение # 1
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline
In The Flesh
The Happiest Days Of Our Lives
Another Brick In The Wall, Part 2
Mother
Get Your Filthy Hands Off My Desert
Southampton Dock
Pigs On The Wing, Part 1
Dogs
Welcome To The Machine
Wish You Were Here
Shine On You Crazy Diamond
Set The Controls
Breathe (In The Air)
Time
Money
5:06 a.m. (Every Stranger's Eyes)
It's A Miracle
Amused To Death
Brain Damage
Eclipse
Comfortably Numb
Each Small Candle


 
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:17 PM | Сообщение # 2
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline

Shine On You Crazy Diamond
Learning To Fly
High Hopes
Take It Back
Coming Back To Life
Sorrow
Keep Talking
Another Brick In The Wall, part two
One Of These Days

DARK SIDE OF THE MOON (მთლიანად)

Speak To Me
Breathe
On The Run
Time
The Great Gig In The Sky
Money
Us And Them
Any Colour You Like
Brain Damage
Eclipse
Wish You Were Here
Comfortably Numb
Run Like Hell


 
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:21 PM | Сообщение # 3
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline
Wish You Were Here

So, so you think you can tell
Heaven from hell
Blue skies from pain
Can you tell a green field
>From a cold steel rail?

Smile from a veil?
Do you think you can tell?

Did they get you to trade?Your heroes for ghosts
Hot ashes for trees
Hot air for a cool breeze
Cold comfort for change
And did you exchange?
A walk on part in the war
For a lead role in the cage

How I wish, how I wish you were here
Weґre just two lost souls swimming in a fish bowl
Year after year
Running over the same old ground
What have we found?
The same old fears
Wish you were here


 
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:26 PM | Сообщение # 4
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline
პინკ ფლოიდი, შეიძლება ითქვას, შეიქმნა 1966 წელს, როდესაც რამდენიმე სტუდენტმა გააერთიანა ძალები პატარა მუსიკალური ჯგუფში.მანამდე კოლექტივმა არაერთი სახელი - "Sigma Six", "T-Set", "Megadeaths", "Architectural Abdabs", "Screaming Abdabs", "Abdabs".ჯგუფის პირველ სიმღერებს როჯერ კეიტ ''სიდ'' ბარეტი (გიტარა, ვოკალი) წერდა.მან კოლექტივს უცნაური სახელი - პინკ ფლოიდი მოუფიქრა - პინკ ანდერსონისა და ფლოიდ კანსილის საპატივცემულოდ, რომელთა ბლუზური სიმღერებით იგი იყო შთაგონებული

 
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:27 PM | Сообщение # 5
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline
პირველი ალბომის, The piper at the gates of dawn (1967) გამოშვების შემდეგ სიდი შეიცვალა - როკ-ვარსკვლავის დაძაბული ცხოვრების გამო მან ნარკოტიკული LSD-ს მიღება დაიწყო, რომელმაც სრულიად მოშალა მისი მდგომარეობა.
პიტერ ჯენერი, მენეჯერი, იხსენებს - ყველაფერი კარგად მიდიოდა.უბრალოდ, საინტერესოა, რატომ გართულდა ყველაფერი?ფულის გამო?დიდების გამო?ადამიანების გამო, რომლებიც მოდიოდნენ და სიდს ტონობით ნარკოტიკს ტენიდნენ?მე ''მჟავას'' ვაბრალებ ყველაფერს, მაგრამ ეგ რომ არა, მაინც სხვა რამე იქნებოდა მის ადგილას.
რიკ რაიტი: ''რა თქმა უნდა, მჟავაც იყო დამნაშავე, მაგრამ არავინ იცის, მან გაამძაფრა პროცესი, თუ თავად იყო მისი მიზეზი.არავინ იცის.დარწმუნებული ვარ, რომ, უმთავრესად მაინც ნარკოტიკების ბრალია


 
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:28 PM | Сообщение # 6
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline
ვფიქრობ, სიდს ურთიერთობა ჰქონდა ადამიანებთან, რომლებმაც მასზე გავლენა იქონიეს.ეს ყველაფერი 60 - იანების დასასრულს ჩვეულ ამბად აღიქმებოდა.''მჟავას'' მიღება ახალი სამყაროს აღმოჩენასთან ასოცირდებოდა.იგი ამაზე წამოეგო.''
ამ პერიოდში ჯგუფს შეუერთდა დევიდ გილმორი (გიტარა, ვოკალი) რომელიც თავდაპირველად ოდნავ ეხმარებოდა ბიჭებს სცენაზე და სტუდიაში, სანამ სიდი არ გაუშვეს ჯგუფიდან.
სიდის წასვლის შემდეგ ჯგუფმა განამტკიცა თავისი კოსმიური იმიჯი იდუმალი ალბომით A saucerful of secrets (1968).ორი დისკის შემდეგ კოლექტივი გაუგებარ მდგომარეობაში აღმოჩნდა მუსიკალურ მასალასთან დაკავშირებით.გადარჩენად კინო იქცა.რეჟისორ ბარბეტ შრედერის თხოვნით მათ შექმნეს საუნდტრეკი ფილმისათვის More და საკუთარ საკონცერტო პროგრამაში რამდენიმე ფრაგმენტი შეიტანეს ამ დისკიდან.კონცერტის წარმოდგენად გარდაქმნის ტრადიცია სიდის პერიოდიდან იღებს სათავეს.


 
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:28 PM | Сообщение # 7
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline
.ამჯერადაც ჯგუფმა იდეალური ვარიანტი მოძებნა წარმატების მისაღწევად და საკონცერტო პროგრამა ორ ნაწილად გაჰყო - პირველი ნაწილი ეძღვნებოდა ადამიანის ცხოვრების ერთ დღეს, მეორე კი - იდუმალ მოგზაურობას.წარმოდგენის დროს სცენაზე უცნაური ამბები ხდებოდა - ნიკ მეისონი (დრამები) ხერხავდა და აკეთებდა მაგიდას, ინსტრუმენტებზე უკრავდნენ ყველანაირი ხერხებით.და რა თქმა უნდა, იქ იყო ახალი წევრი - გილმორი, რომელმაც უკვე მოიპოვა წარმატება ჯგუფში Joker's Wild, მაგრამ პინკ ფლოიდის სამუდამო წევრად იქცა.
ალბომი Ummagumma, რომელიც საუნდტრეკს მიჰყვა ფეხდაფეხ, ორი დისკისგან შედგება - პირველი აქედან ორი კონცერტის ჩანაწერია, მეორე კი რიჩარდ რაიტის (კლავიშები, ვოკალი) შემოთავაზებით ჩაიწერა.პრაქტიკულად, ეს არის თითო წევრის ოთხი სოლო ალბომი, რომელიც დღემდე რჩება ფსიქოდელიური როკის ეტალონად.


 
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:29 PM | Сообщение # 8
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline
შემდეგი წარმატება იყო მიქელანჯელო ანტონიონის ფილმ ''Zabriskie point''-ის საუნდტრეკზე (1969) მუშაობა.პინკ ფლოიდმა ბევრი საინტერესო მუსიკალური პიესა ჩაწერა, საიდანაც ფილმში მხოლოდ რამდენიმე მოხვდა.დღემდე ეს საუნდტრეკი ერთ-ერთი ცნობილია კინოს ისტორიაში.
1970 წელს ჯგუფმა კონცერტებზე წარადგინა უცნაური პიესა, რომელსაც Epic შეარქვა.მოგვიანებით, სტუდიაში მისი დასრულების შემდეგ, ჯგუფმა სრული სახით გამოიტანა იგი კონცერტებზე, უკვე ორკესტრთან და გუნდთან ერთად (გუნდი უკვე იქნა ერთხელ 1968 წლის ალბომზე გამოყენებული).ნამუშევარს უწოდეს Atom heart mother, თანაც სრულიად შემთხვევით - როჯერის ინიციატივით, რომელმაც რონ ჯიზინის (რომელიც ასევე მუშაობდა ალბომზე) მითითებით ჩაიხედა გაზეთში და ეს ფრაზა გამოიყენა - მოგვიანებით გამოსულ ამავე სახელწოდების ალბომის ყდაზე გამოსახული ძროხა არავითარ კავშირში არ არის ამ ნომერთან


 
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:30 PM | Сообщение # 9
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline
ზედმეტი ფული არ გვაწყენდაო და ხმისჩამწერმა ფირმამ გამოუშვა კრებული Relics.
დისკი Meddle, რომელიც 1971 წელს გამოიცა, შეიცავს ცნობილ პიესას Echoes - 20 წუთზე მეტი ჟღერს ეს მონუმენტური ჰანგები.ბევრი მას ჯგუფის საუკეთესო ნომრად მიიჩნევს.
შემდეგ ფილმ La Vallee-ს (1972) საუნდტრეკი იყო - ფილმის რეჟისორი ისევ ბარბეტ შრედერი გახლავთ.
აქ იწყება პინკ ფლოიდის მესამე ეპოქა.1972 წელს ჯგუფმა მუშაობა დაიწყო უოტერსის ახალ იდეებზე და პარალელურად, მონაწილეობა ფილმში, რომელიც მათ ეძღვნება.ფილმი ''ცოცხლად პომპეიში'' გვიჩვენებს ამ ოთხ ენერგიულ მუსიკოსს თითქმის საუკეთესო პერიოდში.ფილმში სრულდება უკვე ცნობილი ფსიქოდელიური პიესები და ნაჩვენებია, თუ როგორ მუშაობს ჯგუფი ახალ მასალაზე ალბომისათვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა სახელწოდება.


 
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:32 PM | Сообщение # 10
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline
იმავე წელს ჯგუფი Medicine head უშვებს დისკს Dark side of the moon, რომელიც ჩავარდება გაყიდვაში.რის შემდეგაც პინკ ფლოიდი მშვიდად არქმევს საკუთარ შედევრს იგივე სახელს - უოტერსის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი სიმღერის, Brain damage ტექსტის მიხედვით.ეს მუსიკალურად იდეალური და კონცეფტუალურად დაბალანსებული დისკი დღემდე რჩება მსოფლიოს საუკეთესო ალბომთა სიაში, ხოლო მისი ყდა, სტორმ ტორგესონის (ჯგუფის ყდების დიზაინერი) შედევრი, დღემდე როკ-მუსიკაში ყველაზე ცნობილია.
ერთიანი ალბომით იმოგზაურეს მსოფლიოს გარშემო, შემდეგ კი, 1974 წლამდე, დატოვეს სტუდია.
შემდეგი დისკის იდეა თავისით ამოტივტივდა.უოტერსი დიდად არ ფიქრობდა კონკრეტულად სიდზე ამ ალბომის შემქნისას, მაგრამ ყველაფერი, თითქოს თავისით იქმნებოდა


 
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:32 PM | Сообщение # 11
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline
1975 წელს, ალბომზე Wish you were here მუშაობისას, კოლექტივს სტუდიაში თვით სიდი გამოეცხადა - თავგადაპარსული და უზომოდ გასუქებული.არავინ არაფერი არ თქვა.იმ დღეს გილმორისა და მისი მეგობარი ჯინჯერის ნიშნობა იყო.სიდი დაესწრო ამ ღონისძიებას...და გაქრა.
სევდიანმა ალბომმა დიდი გენიოსის შეშლილ ცხოვრებაზე მსმენელების მოწონება დაიმსახურა, ხოლო ამავე სახელწოდების სიმღერა დიდ ჰიმნად იქცა.
ერთი წლის შემდეგ, საიდანღაც აღმოცენებული პანკ-როკის ფონზე, რომელიც უარყოფდა როკის ყველა ვეტერანს, ჯგუფმა კიდევ ერთი ალბომი გამოუშვა.Animals, როგორც მას შეარქვეს, სოციალურ თემატიკას ეხებოდა.ამავე დროს, ცხოველები გაიგივებულია ადამიანებთან და ამ ალეგორიისა და საკმაოდ მძლავრი აკორდების ხარჯზე ალბომი გაიყიდა, თუმცა მას აკლია იდუმალება, რომელიც ახასიათებს პინკ ფლოიდის ადრინდელ ნამუშევრებს.


 
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:34 PM | Сообщение # 12
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline
აქედან მოყოლებული, უოტერსი მოძრაობს მსმენელის საკუთარ მხარეს მოქცევისაკენ - ანუ აქცენტის გადატანაზე ტექსტზე, რომელიც ყოველთვის მის ძლიერ მხარეს წარმოადგენდა.
1977 წლის მსოფლიო ტურის ბოლო კონცერტზე, მონრეალში, გაღიზიანებული დაძაბულობით და მომაბეზრებელი მაყურებლით, რომელიც მას აღიზიანებდა ყვირილით, რომელიც გამუდმებით ყვიროდა და არ აძლევდა საშუალებას მშვიდად დაკვრისა, უოტერსმა უბრალოდ კონტროლი დაკარგა და სახეში შეაფურთხა ერთ-ერთ მსმენელს წინა რიგში.
აქ უოტერსს უცნაური გრძნობა დაეუფლა.მსმენელისგან იზოლირების გრძნობა.
როჯერი ჩაიკეტა თავის პატარა აგარაკზე და ახალი სიმღერების ორი ციკლი დაწერა - ერთს ''კედელი'' შეარქვა, ხოლო მეორე იყო ''ავტოსტოპის ავი და კარგი თავისებურებები''.სტუდიაში წარდგენისას


 
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:36 PM | Сообщение # 13
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline
მის ჯგუფს უფრო მეტად მოეწონა პირველი, ხოლო მეორე გადადეს იმ იმედით, რომ ამ სიმღერებს აქცევენ პინკ ფლოიდის შემდეგ ალბომად.
''კედელი'' მრავალჯერ გადამუშავდა და დაემატა გილმორის ავტორობით შექმნილი რამდენიმე, დღეს უკვე ცნობილი სიმღერა (როგორიც არის Comfortably numb).
ალბომის ჩაწერის დროს პრობლემები უთვალავი იყო - რიკ რაიტი, რომელსაც ეზარებოდა სტუდიაში მუშაობა და ამ იდეების ხორცშესხმას ამჯობინა საბერძნეთში ჯდომა, ფინანსური პრობლემები და პრობლემები როჯერ უოტერსთან, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა ფაშისტური იმიჯის მქონე საკუთარი ქმნილების გმირს, სახელად პინკ ფლოიდი, რომლის პიროვნებაც უკეთ გაიცნო მაყურებელმა 1982 წელს გამოსულ ფილმში The Wall.


 
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:38 PM | Сообщение # 14
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline
საბოლოოდ, ალბომი დასრულებული იყო და პინკ ფლოიდმა ტური გამართა, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო ოდესმე ჩატარებული ტურებიდან - გიგანტური მარიონეტი თოჯინებით სცენაზე, თეატრალური ჩანაფიქრებითა და, რა თქმა უნდა, მუყაოს აგურების კედლით, რომელსაც მთელი კონცერტის განმავლობაში აშენებდნენ სცენაზე.
ბოლო ეტაპი ამ ეპოპეისა იყო თავად ფილმი ''კედელი'', რომლის იდეაც მის რეჟისორს, ალან პარკერს მოუვიდა.მოგვიანებით მას სანანებელი გაუხდა ჩანაფიქრი, რადგანაც სცენარზე, კადრირებაზე, მსახიობებთან და თავად როჯერ უოტერსთან მუშაობის პროცესი კოშმარად იქცა


 
makunaДата: Среда, 2006-05-17, 5:38 PM | Сообщение # 15
ბლინ!!!
Группа: admini
Сообщений: 1246
Репутация: 9
Статус: Offline
საბოლოოდ, ფილმი გამოვიდა 1982 წელს და სამყარო ისევ გაყო ორ ნაწილად - ერთს ფილმი არ მოეწონა, მეორემ, რომელიც პინკის ტრაგედიაში რაღაც ნაცნობი აღმოაჩინა, მიიღო ''კედელი''.
შემდეგ ალბომად, როგორც უკვე ითქვა, უოტერსის სიმღერების მეორე ციკლი მოიაზრებოდა, მაგრამ ბირთვული ომის საშიშროებამ ყველაფერი უკუღმა შეაბრუნა.მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე (ომი ავღანეთში, ფოლკლენდის კუნძულების კონფლიქტი) უოტერსს ახსენდება ომის თემა და წერს ახალი სიმღერების ციკლს.საბოლოოდ, ეს ალბომი ასამარებს წლებით შემუშავებულ პინკ ფლოიდურ ჟღერადობას და მუსიკა იქცევა როჯერის იდეების მსხვერპლად.ალბომი The final cut (1983) ეძღვნება მისი, უოტერსის, ომში დაღუპული მამის ხსოვნას.


 
Forumi » ROCK » ROCK » PINK PLOYD (MMMAGARIA)
  • Страница 1 из 5
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Поиск: